ავტორიზაცია
ძირულის კრისტალური მასივის გეოლოგიურ - პეტროგრაფიული თავისებურებანი საზანოს პეგმატიტური ველის მაგალითზე
ავტორი: ირაკლი ჯავახიშვილითანაავტორები: ირაკლი ჯავახიშვილი
საკვანძო სიტყვები: ძირულის კრისტალური მასივი, საზანოს პეგმატიტური ველი, პეგმატიტები, გრანიტები, აპლიტები, კვარც-პორფირები, სტრუქტურები
ანოტაცია:
ძირულის კრისტალური მასივის გეოლოგიურ - პეტროგრაფიული თავისებურებანი საზანოს პეგმატიტური ველის მაგალითზე: ნაშრომში განხილულია ძირულის კრისტალური მასივის დასავლეთი ნაწილის, კონკრეტულად კი საზანოს პეგმატიტური ველის გეოლოგია, საზანოს რაიონის ქანების პეტროგრაფია და ქანების შემცველი მინერალების თავისებურებანი. საზანოს პეგმატიტური ველი ზოგადად აგებულია გრანიტოიდებით. ეს ქანები განსხვავდება ერთმატეთისაგან არა იმდენად ქიმიური შედგენილობით, ან მირერალური ასოციაციით, არამედ ქანების სტრუქტურებით. საზანოს პეგმატიტურ ველზე აღინიშნება ქანების სხვადასხვა სტრუქტურა. სწორად სტრუქტურების მეშვეობით ვსაზღრავთ ქანებს. სტრუქტურებიდან ჭარბობს - მსხვილმარცვლოვანი გრაფიკულ-პეგმატიტური სტრუქტურები. რომლების გავრცელება საკმაოდ დიდია. ასევე აღსანიშნავია, პეგმატიტებთან შედარებით უფრო წვრილმარცვლოვანი ჰიპიდიომორფული - გრანიტული სტრუქტურა, რომელიც გავრცელებით მეორე ადგილზეა. წვრილმარცვლოვანი აპლიტური და პორფირული სტრუქტურის ქანები ნაკლები გავრცელებით სარგებლოდენ. ასევე გვხვდება ისეთი ქანები რომლებიც პეტროგრაფიული აღწერისას განისაზვრება როგორც გარდამავალი. ამ ნაშრომში ასევე შეგხვდებათ საზანოს პეგმატიტური ველის ქანების შლიფების ზოგადი აღწერა, რომლებიც შეგვიძლია გავყოთ ხუთ ჯგუფად: პეგმატიტები, გრანიტები, აპლიტები, გრანიტ-აპლიტები (გარდამავალი) და კვარც-პორფირები.
მიმაგრებული ფაილები:
ძირულის კრისტალური მასივის გეოლოგიურ - პეტროგრაფიული თავისებურებანი საზანოს პეგმატიტური ველის მაგალითზე [ka]