ავტორიზაცია
კახეთის დიაბაზური სარტყელის პეტროგრაფიულ-პეტროქიმიური თავისებურებანი, ასაკი და ფორმაციული კუთვნილება მდ. კაბალის ჭრილის მაგალითზე. ქანების ენდო და ეგზოკონტაქტური შეცვლები.
ავტორი: მირიანი მაქაძეანოტაცია:
ალაზანგაღმა კახეთის ქვედა იურულ ფიქლებრივ-ტერიგენულ ნალექებში დიდი რაოდენობით გვხვდება მცირე ინტრუზიული (ძარღვული) მაგმური სხეულები, უფრო ნაკლებად ეფუზიური წარმონაქმნები (ლავური ნაკადები და განფენები) წარმოდგენილი უპირატესად დიაბაზური ქანებით. მათი გავრცელების არეალი გამოყოფილია კახეთის დიაბაზური სარტყელის სახელით, აღნიშნულ სარტყელთან დაკავშირებულია სპილენძ-პოლიმეტალური მინერალიზაციის მრავალრიცხოვანი გამოვლინებები. თანამედროვე წარმოდგენებით კახეთის დიაბაზური სარტყელი ჰეტეროგენული აგებულებისაა, აქ გავრცელებული დაიკები და სილლები განვითარებულია სხვადასხვა ასაკის (ეტაპის) ეფუზიურ წარმონაქმნებთან მჭიდრო ასოციაციაში და წარმოადგენენ მათ სუბვულკანურ ანალოგებს. გამოყოფილია ეფუზიურ-სუბვულკანური ქანების სამი კომპლექსი: ჰეტანჟ-სინემიურულ-ადრე პლინსბახური, ზედა პლინსბახურ-ქვედა ტოარსული და აალენურ-ქვედა-ბაიოსური. ყველა მათგანი წარმოადგენს დამოუკიდებელ მაგმატურ ფორმაციას შესაბამისად: ანტიდრომულ რიოლით-დაციტ-ანდეზიტ-ბაზალტურს, Na-იანი ბაზალტებისა და კონტრასტულ ბაზალტ-რიოლოთურს. ამ ფორმაციებთან გენეტურ კავშირშია სხვადასხვა ნივთიერი შემადგენლობის და მასშაბის სტრატიფორმული და მემკვიდრეობით სტრატიფორმული კოლჩედანური საბადოები. ჩვენი კვლევის ობიექტს წარმოადგენს დიაბაზური სარტყელის ერთი გადაკვეთა მდინარე კაბალის ხეობის გასწვრივ, აღნიშნულ ჭრილში წარმოდგენილი დიაბაზური ქანების ძარღვები დიდი მინერალოგიური და ტექსტურულ-სტრუქტურული მრავალფეროვნებით ხასიათდებიან. პეტროგრაფიული შესწავლის საფუძველზე გამოყოფილია ქანების სხვადასხვა სახესხვაობები. მათი სილიკატური ანალიზების მონაცემების პეტროქიმიური მახასიათებლების შედარებამ სხვადასხვა ეტაპის ვულკანიტების პეტროქიმიურ მახასიათებლებთან საშუალება მოგვცა კაბალის ჭრილის ძარღვული სხეულებიმიგვეკუთვნებინა ზედაპლინსბახურ-ქვედატოარსულ ეფუზიურ-სუბვულკანური კომპლექსისათვის, რომელიც წარმოადგენს ნატრიუმიანი ბაზალტების ფორმაციას. შესრულებული კვლევის შედეგები შეიძლება გამოყენებული იქნას სპილენძ-პოლიმეტალურ გამადნებათა პროგნოზირებისთვის მდინარე კაბალის აუზში.
მიმაგრებული ფაილები:
კახეთის დიაბაზური სარტყელის პეტროგრაფიულ-პეტროქიმიური თავისებურებანი, ასაკი და ფორმაციული კუთვნილება მდ. კაბალის ჭრილის მაგალითზე. ქანების ენდო და ეგზოკონტაქტური შეცვლები. [ka]