ავტორიზაცია
ვებ გვერდების კონტეტნ-მართვის სისტემა
ავტორი: მარიამი ჭუჭულაშვილიანოტაცია:
ნაშრომის მიზანი იყო კონტენტ-მართვის სისტემის შექმნა, სადაც შესაძლებელია ინფორმაციის სრული კონტროლი. ახალი ინფორმაციის განთავსება, არსებულის განახლება და არასასურველის წაშლა. ყველაფერი არის ადმინისტრატორის კონტროლის ქვეშ, ინფორმაცია კონტროლდება რეალურ დროში, ანუ ყოველ პოსტს თან ახლავს განთავსების/რედაქტირების თარიღი, რადგან მომხმარებლებს გაუადვილდეთ უახლესი, მათთვის სასურველი ინფორმაციის მოძიება. სისტემა არის ადვილად კონფიგურირებადი, აქვს ვიზუალური მხარის კონფიგურირების საშუალება, ასევე ახალი მაკონტროლებლების/რედაქტორების დამატების საშუალება, დამოუკიდებელი მოქნილი ინტერფეისის მეშვეობით, მკაცრად არის გამიჯნული სისტემის მომხმარებლების უფლებები. პროდუქტი პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, მუშაობს სწრაფად და მოქნილად. მთავარ მიზნად შეიძლება ჩაითვალოს ინფორმაციის მიტანა მომხმარებლამდე, რომელიც მას იხილავს სასიამოვნო, მოსახერხებელ ვიზუალურ გარემოში. ინფორმაცია მომხმარებლამდე მიდის შეუფერხებლად და მისი ხილვა დროის ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი. სისტემაში შესაძლებელია ყოველ პოსტზე დამატებითი ინფორმაციის (კომენტარების) მიბმა, მომხმარებლების მიერ. კლიენტებს საშუალება აქვთ დაამყარონ კონტაქტი მის მმართველებთან, რაც შეიძლება მარტივი გზით. ტექნოლოგიები, რომლებიც გამოყენებულია კონტენტ-მართვის სისტემის ასაგებად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, არის უკვე გამოცდილი, წარმატებული და ფართოდ გავრცელებული.სისტემა web-ზეა დაფუძნებული, ამიტომ კლიენტს არ უწევს დამატებითი ინსტალაცია და შეუძლია მასზე წვდომა შეუფერხებლად დროის ნებისმიერ მომენტში.
მიმაგრებული ფაილები:
ვებ გვერდების კონტეტნ-მართვის სისტემა [ka]ვებ გვერდების კონტეტნ-მართვის სისტემა [ka]