ავტორიზაცია
ოპერაციულ მონაცეთა ანალიზი საფინანსო ინსტიტუტებისთვის Oracle-ის ტექნოლოგიების ბაზაზე
ავტორი: ელენა მარიამიძეანოტაცია:
საბანკო სექტორში ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ხელთ ჰქონდეს ინფორმაცია თითოეული გაყიდული პროდუქტისა და სამიზნე სეგმენტის შესახებ. ნებისმიერი ბიზნესისთვის ინფორმაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს. წარმოების ეფექტური მართვისათვის ინფორმაცია ყოველთვის იყო და არის აუცილებელი როგორც პროდუქტი და როგორც რესურსი. სრული, უტყუარი და დროულად მიღებული ინფორმაციის წარმოების შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტი იძენს დიდ კონკურენტულ უპირატესობას. ინფორმაციის საფუძველზე საფინანსო ინფტიტუტებს საშუალება ეძლევათ გააანალიზონ საქმის მდგომარეობა და მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილება მართვის განსახორციელებლად. საინფორმაციო სისტემაში არსებული მთელი ინფორმაციის მოცულობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც ინფორმაციული რესურსები. სწორედ ამიტომ, ყველა კომპანია ცდილობს ფლობდეს მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზას. სამაგისტრო ნაშრომის ამოცანაა, განვიხილოთ მონაცემთა ანალიზისათვის და BI გადაწყვეტისთვის Oracle-ის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით SSRS-ში (SQL Server Reporting Services) მონაცემების წარმოდგენა. Oracle მონაცემთა ბაზა, არის ობიექტზე ორიენტირებული მონაცემთა მართვის სისტემა. იგი არის მონაცემთა რეალიციური ბაზა, რომელიც მოიცავს შესაძლებლობების ფართო სპექტრს. მონაცემთა რეალიციური ბაზა შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც მონაცემთა შენახვისა და მასზე წვდომის საშუალება, ხოლო SSRS-ი არის სერვერზე დაფუძნებული რეპორტების დასაგენერირებლად განკუთვნილი მაიკროსოფტის სისტემა. ეს არის მაიკროსოფტის SQL სერვერის კომპლექსის ნაწილი, რომელიც შეიცავს SSAS (SQL Server Analysis Services) ანალიზისა და SSIS (SQL Server Integration Services) ინტეგრაციის სერვისებს.
მიმაგრებული ფაილები:
ოპერაციულ მონაცეთა ანალიზი საფინანსო ინსტიტუტებისთვის Oracle-ის ტექნოლოგიების ბაზაზე [ka]ოპერაციულ მონაცეთა ანალიზი საფინანსო ინსტიტუტებისთვის Oracle-ის ტექნოლოგიების ბაზაზე [ka]